ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ნავალნის თანაგუნდელი: დიდი ალბათობით მოკლულია

ალექსეი ნავალნი
Meduza

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი "დიდი ალბათობით მოკლულია". ასეთ ვარაუდს გამოთქვამს Youtube-ის ეთერში გარდაცვლილი პოლიტიკოსის გუნდის წევრი, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი ივან ჟდანოვი.

"ახლა სიტუაცია ამგვარია, რომ ვიაზრებთ, რომ დიდი ალბათობით ალექსეი ნავალნი მოკლულია. არ მოგატყუებთ, არ არსებობს რაღაც იმედი იმისა, რომ ხვალ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდება. ასეთი შანსი მიზერულია. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ რეალურად პატიმრობაში ალექსეი ნავალნის მკვლელობა მოხდა. და ის კონკრეტულად პუტინმა მოკლა". – ამბობს ჟდანოვი.

ნავალნის ფონდის პრესსპიკერი კირა იარმიში ამბობს, რომ პოლიტიკოსის თანამებრძოლებს მისი სიკვდილის დამადასტურებელი ინფორმაცია არ გააჩნიათ:

"ალექსეი ადვოკატი ხარპში გვიან ღამე გაფრინდება, იმიტომ, რომ სხვა რეისი არ არის. ის ადგილზე ხვალ დილით ჩავა ნავალნის ოჯახის წევრებთან ერთად. ამ მომენტამდე ჩვენ ვერანაირი დადასტურება ვერ გვექნება. იმიტომ რომ ფორმალურად ვერ დავადასტურებთ იმას რასაც კრემლის საინფორმაციო სააგენტოები გვაუწყებენ. მაგრამ ყველანი ვიაზრებთ, რომ პესკოვისა და პუტინის კომენტარი შემთხვევითობა ვერ იქნება".

ჟდანოვის თქმით მათ ზარებს არ პასუხობენ საავადმყოფოები, მორგები და კოლონია, რომელშიც ნავალნი სასჯელს იხდიდა.

16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა.

კომენტარები