ალექსეი ნავალნის სიკვდილი

პაპუაშვილი ნავალნის გარდაცვალებაზე: რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება

ქართული ოცნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რაიმე კომენტარი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვერ ექნება. 

"რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება" - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დღეს გარდაიცვალა.

ინფორმაცია რუსულმა მედია ინტერფაქსმა დანაშაულის აღსრულების ფედერალური სამსახურის სამმართველოზე დაყრდნობით გაავრცელა.

"16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება". - ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწესებულების სამედიცინო პერსონალი დაუყოვნებლივ მივიდნენ ნავალნისთან და გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. განცხადებაში ირწმუნებიან, რომ ნავალნის ჩუატარდა "ყველა აუცილებელი სარეანიმაციო ზომა, რომლებმაც შედეგი ვერ გამოიღო."

ნავალნის ადვოკატი, მისივე ოჯახის გადაწყვეტილებით, კოემენტარს არ აკეთებს. მან ბოლოს ოპოზიციონერი 14 თებერვალს ინახულა და როგორც ამბობს, მაშინ ყველაფერი რიგზე ჰქონდა. 

ნავალნის პრესსპიკერი, კირა იარმიში პოლიტიკოსის სიკვდილს ჯერჯერობით არ ადასტურებს.

გასული წლის ბოლოს ალექსეი ნავალნი რამდენიმე კვირით გაუჩინარდა. არ იცოდნენ მისი ადგილმდებარეობის შესახებ. საბოლოოდ ის 10 იანვარს, ვიდეოჩართვის დროს გამოჩნდა.

ნავალნი პატიმრობაში იმყოფებოდა იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგის დასახლება ხარპში მდებარე ციხეში. ეს პუნქტი რუსეთის პოლარული რეგიონის ნაწილია.

კომენტარები