ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ნავალნის ცოლი ქმრის სიკვდილზე: თუ ეს სიმართლეა, მინდა პუტინმა იცოდეს, რომ პასუხს აგებს

მადლობა სცენის დათმობისთვის. ალბათ ყველამ ვნახეთ დღევანდელი საშინელი სიახლე. ვფიქრობდი, აქ გამოვსულიყავი თუ შვილებთან გავფრენილიყავი, მაგრამ შემდეგ თავს ვკითხე, რას იზამდა ალექსეი ნავალნი ჩემს ადგილზე? და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ სცენაზე იქნებოდა.

არ ვიცი, დავუჯეროთ თუ არა იმ საშინელი სიახლეებს, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის სამთავრობო წყაროებისგან ვიღებთ, რადგან მრავალი წლის განმავლობაში, კარგად მოგეხსენებათ, შეუძლებელია ვენდოთ პუტინს, პუტინის ხელისუფლებას, ისინი მუდამ იტყუებიან. მაგრამ თუ ეს სიმართლეა, მსურს პუტინმა, მისმა გარემოცვამ, პუტინის მეგობრებმა, მისმა ხელისუფლებამ იცოდეს, რომ ისინი პასუხს აგებენ იმისთვის, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს. და ეს დღე ძალიან მალე დადგება.

მსურს მოვუწოდო მთელ მსოფლიო საზოგადოებას, ყველას, ვინც ამ დარბაზში იმყოფება, ხალხს მთელ მსოფლიოში, რომ უნდა გავერთიანდეთ, რათა დავამარცხოთ ეს ბოროტება, დავამარცხოთ ეს საშინელი რეჟიმი, რომელიც რუსეთშია. ამ რეჟიმმა და ვლადიმირ პუტინმა პირადად უნდა აგონ პასუხი ყველა საშინელებისთვის, რასაც ჩემს ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას - რუსეთს უკეთებენ ბოლო წლებში. დიდი მადლობა.

თქვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ.

კომენტარები