ალექსეი ნავალნის სიკვდილი

სტოლტენბერგი: რუსეთმა უნდა უპასუხოს კითხვებს ნავალნის გარდაცვალების გარემოებების შესახებ

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Gints Ivuskans/AFP

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გარემოებების შესახებ.

"ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი და რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ". - თქვა სტოლტენბერგმა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურმა გაავრცელა.

"16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება". - ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები