ალექსეი ნავალნის სიკვდილი

სუნაკი: ალექსეი ნავალნი რუსული დემოკრატიის შეუპოვარი დამცველი იყო

Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

"ეს საშინელი სიახლეა. როგორც რუსეთის დემოკრატიის შეუპოვარმა დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ მისი სიცოცხლის მანძილზე წარმოუდგენელი შეუპოვრობა აჩვენა" - დაწერა რიში სუნაკმა. 

რიში სუნაკმა ალექსეი ნავალნის ცოლს და რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

კომენტარები