ისრაელი

Maariv-ის გამოკითხვის მიხედვით, ისრაელში დღეს ბენი განცის პარტია ხმათა უმრავლესობას აიღებდა

Getty Images

ისრაელში მედია Maariv-მა საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს ხმათა უმრავლესობით ბენი განცის ეროვნული ერთიანობის პარტია გაიმარჯვებდა.

გამოკითხვის მიხედვით, ისრაელში არჩევნები რომ ახლა ტარდებოდეს ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტია ქნესეთში 120 ადგილიდან მხოლოდ 44-ს დაიკავებდა. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირებულია ბეზალელ სმოტრიჩის რელიგიური სიონისტური პარტიის პოპულარობა, რომელიც Maariv-ის გამოკითხვით, საარჩევნო ბარიერს - 3,25%-ს ვერ გადალახავდა. 

ბენი განცის და მისი პარტიის რეიტინგი ისრაელში ჰამასთან ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა. ასევე შემცირებულია ბენ გვირის ულტრამემარჯვენე სიონისტური პარტიის რეიტინგი, რომელიც ამჟამად სახელისუფლებო კოალიციაშია ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიასთან ერთად. 

კომენტარები