აზია

ტაივანის სანაპირო დაცვის მიერ დევნის შედეგად ორი ჩინელი მეთევზე დაიხრჩო

ტაივანის სანაპირო დაცვის მიერ დევნის შედეგად ორი ჩინელი მეთევზე დაიხრჩო. სანაპირო დაცვის მიხედვით, მეთევზეები კანონის დარღვევით კინმენის კუნძულის სანაპიროსთან იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორნმაციით, გაქცევის დროს მეთევზეების ნავი გადაბრუნდა და ბორტზე მყოფი ოთხივე მეზღვაური წყალში ჩავარდა. 

ტაივანის სანაპირო დაცვამ შეძლო ოთხივე მეზღვაურის წყლიდან ამოყვანა, თუმცა, მათგან ორი უგონო მდგომარეობაში იყო, მათი დაღუპვა საავადმყოფოში მიყვანისას დადასტურდა.

 ჩინეთში ტაივანის საკითხების ოფისმა მეთევზეების დაღუპვის ფაქტი დაგმო და მოუწოდა ტაივანს, მომხდარზე სრულყოფილი გამოძიება ჩაატაროს. 

ამასთან ერთად, ჩინეთმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ტაივანის დემოკრატიულ პროგრესულ პარტიას დააკისრა. ჩინეთის განცახდების მიხედვით, ტაივანის მმართველი პარტია "იყენებს ყველა შესაძლებლობას, ჩინეთის სათევზაო ნავების ხელში ჩასაგდებად და ჩინელი მეთევზეების მიმართ სახიფათო მოპყრობისთვის".

მომხდარს ტაივანის ხელისუფლებაც გამოეხმაურა და მეთევზეების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა, თუმცა, აღნიშნულია, რომ ტაივანის სანაპირო დაცვა კანონის ფარგლებში მოქმედებდა. 

 

კომენტარები