არჩევნები 2024

მდინარაძე ლელოზე: შესაძლებლობა რომ იყოს, პენსიას 1000 ლარს კი არა, 10 000-ს გავხდიდი

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ლელოს ტყუილებს ფეხები საერთოდ არ აქვს. ერთ დღეს გამოდიან 1000-ლარიანი პენსიაო და რა ფეხზეა ლაპარაკი, როცა მეორე დღეს აკორექტირებენ თავიანთ ტყუილს და არაო, 2028 წლის არჩევნებს გადასცდნენ თავისი განცხადებებით. არასერიოზულია ეს ხალხი, არანაირი ეკონომიკური გათვლა ამაზე არ მეტყველებს, თორემ გამოვალთ ახლა ჩვენც და ვიტყვით, რომ 2000 ლარი იქნება პენსია - რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს, ეკონომიკური.

ვერც ერთი წარმატებული ქვეყანა ვერ ბედავს იმის დაანონსებას, რომ ახლა რომ არის რაღაც პენსია, ვთქვათ, ის გაიზრდება 200%-ით, 100%-ით, 300%-ით, ასეთი რაღაცები არ ხდება მსოფლიოში და საქართველოში როგორ მოხდება? შეუძლებელია, თორემ დიდი სიამოვნებით.

ჩემი ნება რომ იყოს, ამის შესაძლებლობა რომ იყოს, პენსიას 1000 ლარს კი არა, 10 000 ლარს გავხდიდი. ვინ არის ამის წინააღმდეგი, მაგრამ ასეთ სულელურ, უფეხო დაპირებებს იძლევიან ისინი, რომ მოატყუონ ხალხი, არ ტყუვდება ეს ხალხი, მაგრამ თავს არ ანებებენ.

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

18 იანვარს პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ლელოს შეუძლია ხანდაზმული ადამიანისთვის 1000-ლარიანი პენსიის შეთავაზება, ხოლო მეორე დღეს ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, რომ პენსიის 1000 ლარამდე ზრდის გეგმა 2024-2028 წლებს მოიცავს.

კომენტარები