ლელო

კუპრაძე: ლელოს შეუძლია, რომ საქართველოში ხანდაზმულ მოქალაქეს ჰქონდეს 1000-ლარიანი პენსია

რამდენი შეუძლია ლელოს, რომ პენსია შესთავაზოს მოქალაქეებს და ეს დაპირება იყოს რეალური თავისი ეკონომიკური დასაბუთებით, რომელიც ხელში მიჭირავს, ეკონომიკური გეგმით, ეს არის 1000 ლარი. ლელოს შეუძლია, რომ შეასრულოს ის პირობა, საქართველოში ხანდაზმულ მოქალაქეს ჰქონდეს 1000-ლარიანი პენსია. ამ 1000-ლარიანი პენსიის დასაბუთება ძალიან მარტივია. რა ვადაში შეიძლება იყოს ეს ყველაფერი? ეს არის პირველივე ვადა, 4-წლიანი ვადა, რომლის შესაძლებლობაც პირდაპირ იძლევა, რომ 1000 ლარზე აიყვანო საქართველოში ხანდაზმულთა პენსია, რომლებიც შიმშილობენ, მედიკამენტებზე არ ყოფნით შესაძლებლობა. რომ გადახედოთ ბაზრობებს და იმ სივრცეებს, სადაც ყველაზე გაჭირვებული ადამიანები მუშაობენ, ძირითადად არიან სწორედ ხანდაზმულები, სწორედ პენსიონერები. პირველივე 30 დღეში შეიძლება, რომ 200-დან 300 ლარამდე მატება შევთავაზოთ.

თქვა პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები