ისრაელი-ეგვიპტე

ეგვიპტე უარყოფს, რომ შესაძლოა ისრაელთან დადებული სამშვიდობო ზავი დატოვონ

OSINT Defender 

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამეჰ შუქრიმ თქვა, რომ რაფაში ისრაელის ოპერაციის მიუხედავად, ეგვიპტე ისრაელთან 1979 წელს დადებული სამშვიდობო შეთანხმების ერთგული დარჩება. სამეჰ შუქრის ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, თუ რამდენად იმოქმედებს ისრაელის ოპერაცია რაფაში მათი ურთიერთობის დინამიკაზე. 

"ისრაელსა და ეგვიპტეს შორის უკვე 40 წელია, რაც სამშვიდობო შეთანხმება არსებობს და ასე გავაგრძელებთ" - თქვა სამეჰ შუქრიმ. 

The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეგვიპტე ისრაელს აფრთხილებდა რაფას ოპერაციაზე, რომ ათეულობით წლის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა შეაჩერონ. 

სამხრეთ ღაზაში, ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფაში ისრაელის ოპერაციამ დაძაბა ურთიერთობა ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის. ოპერაციისას ისრაელის თავდაცვის ძალებმა ორი ისრაელელი ტყვე გაათავისუფლეს. ეგვიპტის წარმომადგენლებმა გამოხატეს წუხილი ათიათასობით იძულებით გადაადგილებული ღაზელის გამო. რაფაში ისრაელის ოპერაციის გამო ეგვიპტის წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ რისკებს, რომ იძულებით გადაადგილებული პირები სინაის უდაბნოში გადასულიყვნენ და ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გართულდება. 

კომენტარები