საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, გადავლახეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის რთული პერიოდი, რომელიც 2019 წელს რადიკალების ცნობილმა პროვოკაციებმა გამოიწვია. გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, გაუქმდა და პირდაპირი ფრენები განახლდა. ეს ნაბიჯები დადებითად მიიღო მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. რუსეთის პრეზიდენტის 2023 წლის 10 მაისის შესაბამისი ბრძანებულებების შესრულებამ ხელი შეუწყო ჩვენს ერებს შორის კომუნიკაციის პირობებს, ხელი შეუწყო ბიზნეს წრეებს შორის კონტაქტების გაძლიერებას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას.
საქართველო-რუსეთი
გალუზინი: თბილისის მთავრობის პრაგმატულობის წყალობით, ურთიერთობის რთული პერიოდი გადავლახეთ
tbl.ge/6ozd
დაკოპირდა

თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსული სამთავრობო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- 2008 წლის ომით დასავლეთმა სისხლის წყურვილი ვერ დაიკმაყოფილა – მედვედევი
- მედვედევი: NATO ტარანად იყენებდა მარიონეტ საქართველოს, უკრაინას. ახლა მოლდოვას და სომხეთს
- პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
- "სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
- Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ




