უკრაინა

ვალერი ზალუჟნისა და კირილო ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭათ

ვალერი ზალუჟნი და კირილო ბუდანოვი
24 Chanel

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნისა და კირილო ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნის ეს წოდება მიენიჭა "უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, უკრაინელი ხალხის თავდაუზოგავი სამსახურისთვისა და განსაკუთრებული პირადი მიღწევებისთვის".

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ კირილო ბუდანოვს ორდენი გადაეცა "უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას გამოჩენილი პიროვნული გამბედაობისა და გმირობისთვის".

8 თებერვალს ზელენსკიმ შეიარაღებული შტაბის თანამდებობიდან ვალერი ზალუჟნი გადააყენა, მისი ადგილი სახმელეთო შენაერთების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ დაიკავა. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განმარტებით ზალუჟნიმ 2024 წლის სამხედრო სამოქმედო გეგმა არ წარმოადგინა, რაც მისი თანამდებობიდან დათხოვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

კომენტარები