2024 წელს გარდაცვლილები

სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი და რეჟისორი, ყოფილი დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

პირველი არხის ცნობით, სოსო ჯაჭვლიანი ბოლო წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა და კლინიკაში მკურნალობდა.

სოსო ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.

კომენტარები