პარიზი

დანით შეიარაღებულმა პირმა პარიზის რკინიგზის სადგურში 3 ადამიანი დაჭრა – ადგილობრივი პოლიცია

პარიზის Gare de Lyon-ის რკინიგზის სადგური
BBC

პარიზის პოლიციის ინფორმაციით, Gare de Lyon-ის რკინიგზის სადგურში დანით შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი დაჭრა

ამავე ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. 

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავებულთაგან ორს მსუბუქი ჭრილობები აქვს მიყენებული, ხოლო მესამე მძიმედ დაშავდა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალებისა და თავდამსხმელის მოტივის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გამოცემა Le Figaro ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი მალიდანაა და მართვის იტალიურ მოწმობას ფლობს. 

კომენტარები