პარიზი

პარიზში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა

პარიზში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთის დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ხანძარი პარიზის მე-16-ე ადმინისტრაციულ ოლქში​, ერლანჟის ქუჩაზე მდებარე რვასართულიან საცხოვრებელ სახლში გვიან ღამე გაჩნდა. 

ადგილზე 200მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი შენობებიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ უცნობია. 

კომენტარები