პარიზი

პარიზის გარეუბანში დანით შეიარაღებულმა კაცმა ორი ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა

პარიზის გარეუბანში, ვერსალთან ახლოს დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა.

თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელი პავილიონში იმყოფებოდა და „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. სპეცოპერაციის დროს ის მოკლეს.

სააგენტო reuters- ის ინფორმაციით, მამაკაცი „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი იყო.

კომენტარები