პარიზი

პარიზში პოლიციის განყოფილება რწყილების შემოსევის გამო დროებით დაიხურა

პარიზის ჩრდილო-ა​ღმოსავლეთით მდებარე პოლიციის განყოფლება რწყილების შემოსევის გამო დაიხურა. ამის შესახებ CNN წერს. 

პოლიციელების თქმით შენობაში იმდენი რწყილია, რომ მუშაობა შეუძლებელი გახდა. მიუხედავად იმისა რომ შენობაში გაწმენდითი სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა, მასშტაბური დეზინფექცია არ ჩატარებულა, რის გამოც პრობლემა ვერ მოგვარდა. 

შედეგად ათობით პოლიციელი დაინფიცირდა, რომლებმაც შემდეგ ოჯახის წევრებიც დააინფიცირეს

შენობიდან სამართალდამცველების ევაკუაცია კვირას მოხდა, ისინი სხვა ადგილას გადაიყვანეს.

შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას დეზინფექცია უტარდება. 

კომენტარები