ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

წითელ ზღვაში ჰუსიტებმა ამერიკულ გადამზიდ ხომალდზე იერიში მიიტანეს

GETTY IMAGES

წითელ ზღვაში ჰუსიტებმა ამერიკულ კომერციულ გადამზიდ ხომალდზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჰუსიტების პრესსპიკერმა, იაჰია სარეამ გაავრცელა. საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ გემზე სამხრეთ იემენის ადენის პორტში აფეთქება დაფიქსირდა.  

ჰუსიტების პრესსპიკერის თქმით, ამერიკული კომერციული გემი ოკუპირებული პალესტინური ტერიტორიებისკენ მიცურავდა და ისინი ამერიკულ და ბრიტანულ ხომალდებზე თავდასხმაზე არ იყოყმანებენ. 

ამავდროულად, აშშ-ს საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს იემენის სამხედრო სამიზნეებზე, დაახლოებით 10 დრონზე, რომელიც ამერიკის მტკიცებით, მომზადებული იყო თავდასასხმელად. 

ჰუსიტების თავდასხმების სამიზნე წითელ ზღვაში ძირითადად ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ისრაელის დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო თუ კომერციული ხომალდებია. 

კომენტარები