რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი უკრაინას თავს 35 დრონით დაესხა

30 იანვრის იერიშის შედეგად დაზიანებული შენობა კიევის ოლქში

30 იანვრის გამთენიისას რუსეთი უკრაინას თავს 35 დრონით დაესხა. თავდასასხმელად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შაჰედ 136-ისა და შაჰედ 131-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოწინააღმდეგის 15 დრონის ჩამოგდება შეძლო.

თავდასხმის სამიზნეები იყო ნიკოლაევის, სუმის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ხერსონისა და კიევის ოლქები.

ამას გარდა, С-300-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის 2 რაკეტით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქში.

თავდასხმას მოჰყვა კიევის ოლქში ადმინისტრაციული შენობის დაზიანება. ნიკოლაეივს ოლქში დრონის ნარჩენები სატვირთო მანქანას დაეცა და მისი მძღოლი ჰოსპიტალიზებულია. რეგიონების მეთაურების ცნობით, დნეპროპეტროვსკის ოლქში დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ჩერკასის ოლქში კი მიტოვებული შენობა.

პარალელურად, ამავე ღამეს დრონების თავდასხმებს იგერიებდნენ რუსეთშიც.

კომენტარები