ენმ

ხაბეიშვილი: სესხი რომ აიღეთ 10 000 ლარი, 18 000 რომ არ უნდა გადაიხადოთ, კამათი რად უნდა?

სესხი რომ აიღეთ 10 000 ლარი, 18 და 22 000 ლარი რომ არ უნდა გადაიხადოთ, ამას კამათი რად უნდა? ან რა შუაშია ბანკების დემონიზება, როცა საუბარია იმაზე, რომ 18-ჯერ გაიზარდა მათი მოგება და საკუთარი კაპიტალის 30-33%-იან მოგებაზე გადიან.

წარმოგიდგენიათ, რომ გარედან ინვესტორს ფულის შემოტანა უნდა ქვეყანაში და ეგეთი ბიზნესი არსებობს, რომელიც საკუთარი კაპიტალის 30-33%-იან მოგებაზე გადის და არ შემოდიან? გჯერათ ეგეთი რამე? ცხადია, კი არ შემოდიან, უბრალოდ, არ უშვებენ ფარცხალაძის, ივანიშვილის და ამ კრიმინალების და ქურდების პირობებში.

კონკურენციის პირობებში, ცხადია, საპროცენტო განაკვეთი ვერ იქნება, ცხადია, თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აფიორა არ იქნება ამ ქვეყანაში, არც ეროვნული ბანკის პოლიტიკა იქნება ძარცვაზე ორიენტირებული და შესაბამისად, ვერც ბანკები გაძარცვავენ ჩვენს მოქალაქებს.

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი Tik tok-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები