საფრანგეთი

ფრანგი ფერმერები პარიზის ალყით იმუქრებიან, მობილიზებულია 15 000 პოლიციელი და ჟანდარმი

lemonde.fr

ფრანგი ფერმერების პროტესტმა მთელი საფრანგეთი მოიცვა და ისინი პარიზის ალყით იმუქრებიან. ფერმერებმა ტრაქტორებით ძირითადი ქუჩების და მაგისტრალების გადაკეტვა დაიწყეს და პარიზისკენ მიემართებიან. ისინი უკეთეს სამუშაო პირობებს და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემცირებას ითხოვენ. 

ფრანგი ფერმერების პროტესტი უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. საფრანგეთი ევროპის ყველაზე დიდი მწარმოებელია აგრიკულტურის მიმართულებით. ფერმერების თქმით, დაწესებული რეგულაციები მათ საშუალებას არ აძლევთ კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნის მწარმოებლებს. 

"ჩვენ პასუხები გვჭირდება. ეს ბოლო ბრძოლაა ფერმერობისთვის. აქ გადარჩენის საკითხი დგას" - თქვა ფერმერმა ლოტ ე გარონის დეპარტამენტიდან, კარინ დიუკმა. 

მთავრობამ 15 000 პოლიციელის და ჟანდარმის მობილიზების ბრძანება გასცა. 

"ჩვენ არ დავუშვებთ სამთავრობო შენობების, სახაზინო შენობების ან სასურსათო მაღაზიების დაზიანებას. ცხადია, ეს მიუღებელია" - თქვა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა. 

მისი თქმით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბრძანებით, საფრანგეთის უსაფრთხოების ძალებმა უნდა უზრუნველყონ შარლ დე გოლის და ორლის აეროპორტების სტაბილური და მშვიდი ფუნქციონირება. 

კომენტარები