საქართველოს პროკურატურა

16 წლამდე მოზარდის გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტზე პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 16 წლამდე მოზარდი გააუპატიურა, ფიზიკურად იძალადა და დანით სიკვდილით ემუქრებოდა. ბრალდებული 25 იანვარს დააკავეს.

"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ) წარედგინა". - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

აღნიშნული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები