მინდა, განსაკუთრებით გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რაზეც ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დავაანონსეთ, რომ ჩვენ სომხეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელს მოვაწერდით. ჩვენ ისტორიულად, ტრადიციულად ძალიან ძლიერი მეგობრები და მოკავშირეები ვართ. ყველა მიმართულებით კარგი ურთიერთობა, პარტნიორობა და თანამშრომლობა გვაქვს. შეიძლება, ასე ითქვას, დე ფაქტო ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული პარტნიორები და სტრატეგიული მეგობრები. დღეს კი ეს მოცემულობა ოფიციალურად გაფორმდა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ.
საქართველო-სომხეთი
ღარიბაშვილი: სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობას ხელი მოვაწერეთ
tbl.ge/6occ
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის სომეხ კოლეგასთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს მთავრობაქართული ოცნებაირაკლი ღარიბაშვილინიკოლ ფაშინიანისაქართველო-სომხეთისომხეთი-საქართველო
ამავე თემაზე
- ფაშინიანის თქმით, საქართველოს მხარეს არ მოუთხოვია, რომ ევროპარლამენტში მათზე ესაუბრა
- ფაშინიანი: სომხეთის ევროინტეგრაციისთვის უდიდესი პრობლემა EU-საქართველოს გაყინული დიალოგია
- გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს
- კობახიძე ფაშინიანს: რთული ვითარებაა გარშემო, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის უფრო გაღრმავება
- საქართველოს სამუშაო ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვია - საგარეო




