ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 23 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.45 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან -  0.25 თეთრით. 23 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6633 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8971 ლარი. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი - 2.96 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.91 ლარად.

კომენტარები