არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა

სამტრედიის სასამართლომ 14 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურის ცნობით, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 17 ნოემბერს ბრალდებულმა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 14 წლის პირთან.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ( გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა" - წერია პროკურატურის განცხადებაში

კომენტარები