ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 22 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.12 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან -  0.05 თეთრით. 22 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6588 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8946 ლარი. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი - 2.96 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.91 ლარად.

კომენტარები