დინამო თბილისი

კალაძე: არ მაქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ დინამო თბილისი შევიძინო

დინამოს გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება დაიწყო ამ კლუბიდან. მე არ მაქვს ინტერესი, რომ დინამო თბილისი შევიძინო, უბრალოდ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შეიძლება რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და საუკეთესო შედეგები მივიღო. ამიტომ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს ან ვერ გაკეთდეს.

არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. მარტო შეძენა ხომ არ არის. ამას უამრავი
თანხის ინვესტიცია სჭირდება, რომ ყველაფერი გამართული იყოს. მე
მხედველობაში მაქვს, რომ ისეთი გუნდი გაკეთდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე
ითამაშებს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს თბილისის დინამო, მე უბრალოდ ამას
ვერ და არ გავაკეთებ, რომ გუნდი იმავე მდგომარეობაში მყავდეს. მე არ მაქვს ამის
შესაძლებლობა. 

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის შესყიდვასთან დაკავშირებით. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კალაძე კლუბის შესყიდვითაა დაინტერესებული, შაბათის ფორმულამ 20 იანვარს გაავრცელა. 

კომენტარები