რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ბაზარზე დარტყმას უარყოფენ

დონეცკის ბაზარი
Iz.ru

უკრაინის თავდაცვის ძალების ჯგუფმა ტავრია, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე მოქმედებს, უარყოფს, რომ კავშირი აქვს ქალაქ დონეცკის ბაზარზე დარტყმას.

"რუსები ავრცელებენ ინფორმაციას დონეცკის ბაზარში მომხდარი აფეთქებების შესახებ. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტავრიას დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფები საბრძოლო მოქმედებებზე პასუხისმგებელი არ არის". – წერს ტავრია სოციალურ ქსელში.

უკრაინის შეაირაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფი ტავრია დონეცკის მიმართულებით აწარმოებს ბრძოლებს.

21 იანვარს რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკის ნაწილში, ტექსტილჩიკის რაიონის ბაზარში აფეთქებები მოხდა. 

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის, დენის პუშილინის თქმით, უკრაინამ ბაზარზე საარტილერიო იერიში მიიტანა. რუსული წყაროების ცნობით დაღუპულია 25 და დაშავებულია 24 ადამიანი.

კომენტარები