პოლონეთი-უკრაინა

დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას პრემიერმინისტრის ოფისი ადასტურებს. 

არსებული ინფორმაციით, ტუსკი უკრაინის პრემიერმინისტრ, დენის შმიგალს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. 

ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა ტუსკის ვიზიტის მთავარ საკითხების შესახებ, თუმცა, სავარაუდოდ, ლიდერები უკრაინიდან პოლონეთში მარცვლეულის ექსპორტს განიხილავენ, რაც ბოლო პერიოდში მხარეებს შორის პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი იყო.

კომენტარები