საქართველო-ჩინეთი

პაპუაშვილი: ხიდაშელი ტაივანიდან ფინანსდება, დაკვეთით ცდილობს ანტიჩინური განწყობის შექმნას

საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის. თუ გავიხსენებთ აბრეშუმის გზას, ეს გზა იწყებოდა ჩინეთში და მთავრდებოდა ევროპაში - ამაზე გვაქვს საუბარი. დღეს ატეხილი აქვთ აბსოლუტური ისტერია, მათ შორის, ანტიჩინური განწყობების შექმნის მცდელობაც არის. 

ამაზეც ვისაუბრე, რომ გამორჩეულია ქალბატონი თინა ხიდაშელი, NGO სამოქალაქო იდეის ხელმძღვანელი. ცალკე საკითხია, რამდენად არის ქალბატონი თინაც იმ პოლიტიკოსების მსგავსი, რომლებიც ჩაბუდებულები არიან NGO სექტორში და სინამდვილეში პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევიან. ამავე დროს, ფაქტია, რომ ქალბატონი თინა ფინანსდება ტაივანის მხრიდან. არის ოფიციალური ფონდები და გასაგებიცაა, რომ სწორედ ამ დაკვეთიდან გამომდინარე ის ცდილობს საქართველოში ანტიჩინური განწყობების გაღვივებას.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები