იაპონია

იაპონიამ აშშ-სგან 400 Tomahawk-ის რაკეტის შესყიდვას მოაწერა ხელი

Tomahawk-ის რაკეტის გაშვება

მზარდი რეგიონული საფრთხეების ფონზე, 18 იანვარს იაპონიამ აშშ-სთან დადებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც იაპონია 400-მდე Tomahawk-ის რაკეტას შეისყიდის.

იაპონია სამხედრო შესაძლებლობების სწრაფ გაზრდას ცდილობს, რისთვისაც პრემიერმინისტრმა ფუმიო კიშიდამ 2027 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გეგმით, იაპონიის სამომავლო თავდაცვის ბიუჯეტი ყოველწლიურად 10 ტრილიონი იენი ($68 მილიარდი) იქნება.

მანამდე, იაპონიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის დაჩქარების გადაწყვეტილება მიიღო, რითაც 400-მდე რაკეტას იაპონია, ერთი წლით ადრე, 2025-ის ფისკალურ წელიწადში შეიძენს. იაპონიის თავდაცვის მინისტრის, მინორუ კიჰარას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აზიაში ჩრდილოეთ კორეის, რუსეთისა და ჩინეთის სახელმწიფოების გამო რეგიონში გაუარესებული უსაფრთხოების მდგომარეობის გამო მიიღეს.

იაპონიამ 2023 წლის ბიუჯეტში ამ შესყიდვისთვის $1.6 მილიარდი გამოყო. ხოლო 2023 წლის ნოემბერში აშშ-ს კონგრესმა $2.35 მილიარდის ღირებულების Tomahawk-ის რაკეტების გაყიდვის ნებართვა გასცა. ამ რაკეტების გაშვება სამხედრო ხომალდიდან არის შესაძლებელი და მათი რადიუსი 1 600 კილომეტრს აღწევს.

 

კომენტარები