რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსეთის გაშვებული 33 დრონიდან 22 ჩამოვაგდეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

18 იანვრის ღამეს რუსებმა უკრაინას Shahed-136/131-ის ტიპის 33 დრონით შეუტიეს, რომელთაგან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 22 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს

"უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალებით გავანადგურეთ მტრის 22 უპილოტო საფრენი აპარატი. დამატებით კიდევ რამდენიმე თვითმფრინავმა ვერ მიაღწია სამიზნეს". - აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ოკუპანტებმა თვითმფრინავები გაუშვეს პრიმორსკო-ახტარსკიდან და რუსეთის კურსკის ოლქიდან. გარდა ამისა, ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის მიმართულებით რუსებმა გაუშვეს C-300ის ტიპის 2 საზენიტო მართვადი რაკეტა.

თავდასხმის ძირითადი მიმართულებები სამხრეთი და ჩრდილოეთი იყო.

უკრაინული მხარის განმარტებით, საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა სუმის, ნიკოლაევის, ხერსონის, დნიპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და ხმელნიცკის ოლქებში.

კომენტარები