ჩინეთი

ზვავის ჩამოწოლის შედეგად ჩინეთის ერთ-ერთი სოფლიდან 1000-მდე ტურისტის გამოყვანა ვერ ხერხდება

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სინძიანის რეგიონში ძლიერი თოვლის შედეგად გამოწვეული ზვავის შედეგად ერთ-ერთ სოფელში 1000-მდე ტურისტის გამოყვანა ვერ ხერხდება. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. 

სოფელი ჰემუ ყაზახეთს, რუსეთსა და მონღოლეთს საზღვრებთან მდებარეობს. ტურისტულად პოპულარული სოფელი უკვე რამდენიმე დღეა, რაც მოწყვეტილია გარე სამყაროს. 

ზვავის ჩამოწოლის შედეგად ზოგიერთ მონაკვეთზე 7 მეტრამდე სიმაღლის თოვლია ჩამოწოლილი. გზის გაწმენდის სამუშაოები ერთი კვირის წინ დაიწყო. 

"ზვავის ჩამოწოლის ეს შემთხვევა განსაკუთრებულია, ასეთი ძლიერი თოვლი აქამდეც გვინახავს, თუმცა ზვავის ასეთი სიხშირით ჩამოწოლა პირველად ხდება. ამბობს მაგისტრალის მენეჯმენტის ბიუროს ხელმძრვანელი ჩინურ მედიასთან საუბრისას. 

კომენტარები