პუტინის რუსეთი

უკრაინაში გენდერულად ნეიტრალური ტუალეტებია, ამიტომაც ვომობთ – პეტერბურგის გუბერნატორი

Ria Novosty

პეტერბურგის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი უკრაინაში დაჭრილ რუს ჯარისკაცებს ესტუმრა. შეხვედრის შემდეგ ბეგლოვმა Telegram-ში პოსტი გამოაქვეყნა.

"ჩვენი ბიჭები მოვინახულე საავადმყოფოში და ძველით ახალი წელი მივულოცე. მათ, ვინც ავტომატით ხელში წავიდნენ დონბასის უკრაინიზირებულ ვერსიაში, კარგად იციან, რისთვის იბრძვიან. ამ ბიჭებს, რომელთაც (უკრაინაში) ნახეს სკოლის ტუალეტებში სამი ოთახი – გოგონებისთვის, ბიჭებისთვისა და გენდერულად ნეიტრალურებისთვის, აღარ არის საჭირო იმის ახსნა, თუ რა ღირებულებებისთვის ვიბრძვით". – წერს ბეგლოვი.

კომენტარები