ავტოსაგზაო შემთხვევა

გორში მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა – 70 წლის ქალი დაიღუპა

flickr

გორში მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა. შემთხვევის შედეგად, 70 წლის ქალი დაიღუპა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

კომენტარები