მაია სანდუ

სანდუ: გაზაფხულზე რუსეთი კვლავ ეცდება მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას

მაია სანდუს თქმით გაზაფხულზე რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას კვლავ ეცდება. მოლდოვის პრეზიდენტმა რუმინეთში, ევროპული ფასეულობების ჯილდოს მიღებისას ილაპარაკა.

"ჩვენ ვიცით ამ რისკების შესახებ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დესტაბილიზაცია თავიდან ავიცილოთ. ვესაუბრებით მოქალაქეებს ამ რისკების შესახებ, შარშან რუსეთი ეცადა ხელისუფლების დამხობას. მოქალაქეებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად რისკებისგან თავის დაცვას ვცდილობთ". – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში "მოლდოვა მათი სამიზნე გახდა, ვისაც არ სურს პატივი სცეს მოლდოველი ხალხის არჩევანს იყოს თავისუფალი სამყაროსა და დიადი ევროპული ოჯახის წევრი".

13 იანვარს რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარში სანდუს გადაეცა ევროპული ფასეულობების ჯილდო.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება. სანდუმ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

კომენტარები