რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში წინამძღვრის წოდებას ართმევენ მღვდელს, რომელმაც გამარჯვებისთვის ლოცვაზე უარი თქვა

მოსკოვის საეპარქიო სასამართლომ გადაწყვიტა სასულიერო წოდება ჩამოართვას ხოხლის სამების ტაძრის წინამძღვარს, ალექსეი უმინსკის.

გადაწყვეტილება, მიღებამდე, რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქმა, კირილმა უნდა დაამტკიცოს.

სასულიერო სასამართლოს სხდომა ისე ჩატარდა, რომ უმინსკი არცერთ პროცესს დასწრებია.

უმინსკის ედავებიან, რომ მან დაარღვია სამღვდელო ფიცი, პატრიარქის მიერ ნაკურთხი წმინდა რუსეთის საღვთო ლიტურგიის წაკითხვაზე უარის თქმით.

მღვდელმსახური მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

5 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმინსკის მოსკოვში მდებარე ხოხლის სამების ტაძარში მღვდელმსახურება აუკრძალეს. ამას ხსნიდნენ იმით, რომ აქამდე მან Эхо Москвы-ის ყოფილი რედაქტორისთვის მიცემულ ინტერვიუში მრევლს, რომელსაც არ სურდა სიარული ისეთ ეკლესიებში, სადაც უკრაინასთან ომში გამარჯვებისთვის ლოცულობდნენ, ურჩია, რომ მოეძებნათ ისეთი ტაძრები, სადაც არა გამარჯვებისთვის, არამედ მშვიდობისთვის ილოცებდნენ.

წმინდა რუსეთისათვის ლოცვაში არის შემდეგნაირი ციტატები: "აღსდექ, ღმერთო, რათა დაეხმარო შენს ხალხს და მოგვეც გამარჯვება ძალითა შენითა".

წარსულში წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის სასულიერო პირს, მღვდელ იოანე კოვალს მსახურება აუკრძალეს მას შემდეგ, რაც მან ამ ლოცვაში სიტყვა "გამარჯვება" "ნშვიდობით" შეცვალა. ეკლესიის სასამართლომ მას სასულიერო წოდება ჩამოართვა.

რაც შეეხება ალექსეი უმინსკის, ის 1993 წლიდან ხოხლის სამების ტაძრის წინამძღოლია. 2022 წლის თებერვალში სასულიერო პირი ამბობდა, რომ ის უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს მხარს ვერ დაუჭერდა.

კომენტარები