ევროპული საქართველო

ჩერგოლეიშვილი ხაზარაძეზე: ჰგონია, მისი როყიო სიტყვები არ აზიანებს ოპოზიციას?

თამარ ჩერგოლეიშვილი/მამუკა ხაზარაძე

ევროპული საქართველოს ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში როყიო სიტყვები უწოდა მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ "298 დღის შემდეგ ივანიშვილი მოსკოვში იქნება" და თქვა, რომ ასეთი კომენტარები აზიანებს ისეთ ოპოზიციასაც, სადაც სიტყვის ფასი იციან.

"ადამიანები თუ საკუთარ თავსა და სიტყვებს პატივს სცემენ, ისეთ რაღაცებს რატომ იძახიან, რომ მერე ოცნება თავზე ახევს და დასცინის? მაგას ვერ ვხვდები. როდესაც ეს ხალხი გამოუდგება და მაგათი პიარი ნატა ფერაძეზე ამბობდა, რომ გვაზიანებს თუ ასე შემდეგ, ხაზარაძეს ჰგონია, რომ ეგ "ტრუხა" დაპირებები და როყიო სიტყვები არ აზიანებს ოპოზიციას და ყველა, მათ შორის ისინიც, ვინც სიტყვის ფასი ვიცით მისგან განსხვავებით, სამარცხვინო მდგომარეობაში არ ვვარდებით, იმიტომ რომ მან საკუთარი სიტყვის ფასი არ იცის? და შეუძლია უცბად თქვას, რომ ამდენ დღეში [ივანიშვილი მოსკოვში იქნება]... ელისო კილაძეა? რომ არ იყოს [ბიძინა მოსკოვში]? რომ არ იყოს ეს სიტყვები ხომ გაფრენილია, ეს სიტყვები ხომ შენახულია. როდესაც სიტყვები ფასს კარგავს და ადამიანებს ერთმანეთის აღარ ესმით, ღვთის რისხვა გვატყდება, ბიბლიური მაგალითი ამისი არის ბაბილონის გოდოლი". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საჭიროა სიტყვებისთვის ფასის მინიჭება და ამომრჩეველთან სტრატეგიული კომუნიკაცია, რათა აღდგეს ნდობა პოლიტიკურ სპექტრსა და ადამიანებს შორის. თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ამ გზით არის შესაძლებელი ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში დამარცხება.

"ესენი ამ დროს დადიან და როყიო სიტყვებს, გულის საფხან დაპირებებს ისვრიან, წინასწარ ვხედავ ქოცების კოლაჟს, როგორ დასცინიან ხაზარაძეს, რომ ბიძინა არის მოსკოვში. და, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ შეიძლება ამ დროს ბიძინა თავის ძაღლთან ერთად იჯდეს ოპერაში და ის კი არ იქნება, რომ ხაზარაძე ცალკეა, მთელი ოპოზიცია მოვიხარშებით ერთ ქვაბში, იმიტომ რომ ეს ხალხი, იმისთვის რომ არ მოვიხარშოთ ერთ ქვაბში, დებატებზე არ ჯდება, რომ ჩვენი განსხვავებები დავანახოთ და იკამათონ ხაზარაძემ, ბოკერიამ, გახარიამ და ხაბეიშვილია, თუ ვინც არის მაგათი ლიდერი, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ ამ ხალხს განსხვავებული წარმოდგენები აქვს, ამას უყუროს, ეს დაიმახსოვროს. ვყრივართ ყველა ერთ ქვაბში, ცალ-ცალკე ლაპარაკობს ეს ხალხი რაღაცას და ყველა თითქოს ბიძინას ეჭიდავება და საქმე საქმეზე რომ მიდგება მერე, აი, ხაზარაძის ნათქვამი როყიო სიტყვები მთელ ოპოზიციაზე აისახება და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა". - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები