ფინეთი-რუსეთი

ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ვადა 11 თებერვლამდე გაახანგრძლივა

ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ვადა 11 თებერვლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა

ოთხშაბათს, 10 იანვარს სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა სარი ესაიამ ეროვნულ მაუწყებელს YLE-ს უთხრა, რომ ჯერჯერობით ჩაკეტილი დარჩებოდა საზღვარი, რომლის გახსნაც 15 იანვარს იყო დაგეგმილი.  

ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ბოლო გამშვები პუნქტი გასული წლის ნოემბერში დახურა. ფინური მხარის განმარტებით, რუსეთი მიგრანტების ნაკადს ფინეთის საზღვართან მისვლაში მიზანმიმართულად უწყობს ხელს, რაც ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე რუსეთის პასუხია.

14 დეკემბერს, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა, თუმცა, პირველივე დღეს რუსეთიდან საზღვარზე 100-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა, შედეგად კი ხელისუფლებამ საზღვარი კიდევ ერთი თვით ჩაკეტა.

კომენტარები