ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 12 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კობარეთის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, უბილავას, ვაჟა ივერიელის, წინანდლის, ნოსირის, ახმეტის, კასპის, ავლიპ ზურაბიშვილის, თელავის, ხახანაშვილის და დოესის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან  დედოფლის გამზირის, კასპის, ვაჟა ივერიელის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აბასთუმანის, თევდორე მღვდლის, ცაბაძის, ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის, ნინოშვილის და გოგი დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, ხევძმარის, შეშელიძის, ალეკო გობრონიძის, მარკ ბრონშტეინის, რამაზ შენგელიას და ონის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ბეთლემის, კოტე აფხაზის, შოთა ნიშნიანიძის, სამღებროს, შარდენის, ჰოვანეს თუმანიანის და ორპირის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქუჩიშვილის, კოსტავას, ღამბაშიძის, იაკობ ნიკოლაძის და როდენის ქუჩების მოსახლეობას.   

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები