რუსეთი

ФСБ-ს სამ თანამშრომელს 5 მილიარდ რუბლზე მეტი თანხის ქრთამად აღება ედება ბრალად

ФСБ РФ / РИА Новости

რუსეთის სამთავრობო მედია სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ ФСБ-ს М დეპარტამენტის სამ ოფიცერს ჯამში 5 მილიარდ რუბლზე მეტი თანხის ქრთამად აღება ედება ბრალად.

ТАСС-ის ცნობით, საქმე ФСБ-ს სამი თანამშრომლის, ალექსეი ცარევის, სერგეი მანიშკინის და ალექსანდრ უშაკოვის წინააღმდეგაა აღძრული. ქრთამის აღების გარდა, მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი პოზიციის დახმარებით კრიმინალური საზოგადოების ორგანიზება.

ამასთან, რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, მანიშკინმა და ცარევმა გამოძიებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და ჩვენებებში დანაშაულში თანამონაწილეობა აღიარეს. ისინი ამ დროისთვის შინაპატიმრობაში იმყოფებიან. უშაკოვი კი დაკავებულია.

ФСБ-ში М დირექტორატი 1999-2000 წლებში შეიქმნა და მის მოვალეობაში შედის უზენაეს სასამართლოში, გენერალურ პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში, საგანგებო სიტუაციების სამინისტროში, საგამოძიებო კომიტეტში და სხვა სამართალდამცავ უწყებებში კონტრდაზვერვის მხარდაჭერა და კორუფციასთან ბრძოლა.

კომენტარები