ავსტრალია

ავსტრალიაში ნაცისტური მისალმება და სიმბოლიკის გამოყენება პატიმრობით დაისჯება

ავსტრალიის მთავრობამ, იესრალ-ჰამასის კონფლიქტის ნიადაგზე ქვეყანაში მომძლავრებული ანტისემიტიზმის საპასუხოდ ნაცისტური მისალმება და ნაციზმთან დაკავშირებული სიმბოლიკის გაყიდვა და საჯარო სივრცეში გამოტანა აკრძალა. 

ახალი კანონის მიხედვით, ნაცისტური მისალმება, სვასტიკის ან Schutzstaffel-ის (SS) სიმბოლიკის საჯაროდ გამოყენება 12 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ეს არის პირველი ასეთი სახის კანონი და უზრუნველყოფს, რომ ავსტრალიაში არავის მიეცეს ნაცისტებისა და მათი ბოროტი იდეოლოგიის განდიდების ან ამისგან შემოსავლის მიღების საშუალება" – ამბობს ავსტრალიის გენერალური პროკურორი, მარკ დრეიფუსი.

კომენტარები