კანდიდატის სტატუსი

პრემიერი: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საქართველო მაქსიმალურად დაგვეახლოებინა ევროპასთან

ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად დაგვეახლოებინა ევროპასთან. რაც მთავარია, ჩვენ შევძელით ის, რაც პრაქტიკულად ვერცერთმა ხელისუფლებამ, ვერცერთმა მმართველმა ვერ შეძლო. ეს არის პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის აღიარება. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარება და რეალურად სულ სხვა პერსპექტივა ეძლევა ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას ამ გადაწყვეტილებით. მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო იწოდება ევროპულ სახელმწიფოდ.

TV იმედის ცნობით, უთხრა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქრონიკას.

კომენტარები