Edison Research-ის კვლევა

Edison Research: არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს – ოცნება 36.6%, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 21.5%

ცესკო

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 36.6%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 21.5%-მა, საქართველოსთვის – 8.8%-მა.

სხვა პარტიების რეიტინგები კი შემდეგნაირად განაწილდა:

  • ლელო - 6.7%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 5%
  • ლეიბორისტული პარტია - 4.7%
  • ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 3.7%
  • კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 3%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2.9%
  • ხალხის ძალა - 2.5%
  • მოქალაქეები - 1.7%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.7%
  • ევროპული საქართველო - 0.7%
  • სხვა 0.5%

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკითხვა 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

კომენტარები