28 დეკემბერს ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში დრონი და რაკეტა ჩამოაგდო. აშშ-ს ცნობით, რაკეტა და დრონი იემენიდან ჰუსიტების მიერ იყო გასროლილი.
"USS Mason-ის ტიპის ხომალდმა სამხრეთ წითელ ზღვაში ჩამოაგდო ერთი დრონი და ერთი ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც ჰუსიტების მიერ იყო გასროლილი" - წერია აშშ-ს სამხედრო სარდლობის განცხადებაში.
აშშ-ს სამხედრო სარდლობის ცნობით, თავდასხმის არეალში არცერთი გემი არ დაზიანებულა. მათი თქმით, ეს ჰუსიტების მხრიდან თავდასხმის 22-ე მცდელობა იყო.
ჰუსიტებმა ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ გაახშირეს თავდასხმები წითელ ზღვაში გადამზიდ ხომალდებზე. ჰუსიტებს ირანი მფარველობს და ისინი სამხედრო და ფინანსურს დახმარებას სწორედ ირანისგან იღებენ.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



