უკრაინა-უნგრეთი

უნგრეთსა და უკრაინაში ორბანისა და ზელენსკის შეხვედრას ამზადებენ

Rbc.ua

უკრაინასა და უნგრეთში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრას ამზადებენ. ინფორმაციას გამოცემა Reuters უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მეთაურის, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცოტა ხნით ადრე, დეკემბერში ევროკავშირის ყველა ქვეყანა, უნგრეთის გარდა, დათანხმდა უკრაინის EU-ში შესვლაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ორბანმა გადაწყვეტილების მიღების მომენტში სხდომის დარბაზი დატოვა.

EU-მ ორბანის წინააღმდეგობა ვერ დაძლია, როდესაც ბიუჯეტიდან კიევისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავდა. უნგრეთის ლიდერმა სურვილი გამოთქვა, რომ უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტიდან შეწყდეს.

ცოტა ხნით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზება აუცილებელია. მოგვიანებით შეხვედრის სურვილი დაადასტურა ორბანმაც.

კომენტარები