საფრანგეთი

ეიფელის კოშკის თანამშრომლები გუსტავ ეიფელის გარდაცვალების 100 წლისთავზე გაიფიცნენ

DIMITAR DILKOFF/GETTY IMAGES

ეიფელის კოშკის პერსონალი ეიფელის კოშკის შემქმნელის, გუსტავ ეიფელის გარდაცვალების 100 წლისთავზე გაიფიცა. გაფიცვის გამო 27 დეკემბერს ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის დაკეტილი იყო. 

ეიფელის კოშლის პერსონალი კოშკის მენეჯმენტს აპროტესტებს. პარიზის ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობას CGT-ს უნია მართავს. 2022 წელს ეიფელის კოშკს 5.85 მილიონი ადამიანი ესტუმრა. CGT-ს განცხადბეის მიხედვით, თანამშრომლების გაერთიანება საფრთხის ქვეშ აყენებს ეიფელის კოშკის წლიურ შემოსავლებს და მისი შენარჩუნებისა და რენოვაციის ბიუჯეტს. 

ეიფელის კოშკის ბოლო სართული შემდგომი ერთი თვის მანძილზე ყოველწლიური რენოვაციის პროცედურების გამო დახურული იქნება.

კომენტარები