ირანი

IAEA: ირანში 60%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოებამ თვეში 9 კგ-ს მიაღწია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი

ირანმა კვლავ გაზარდა 60%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოება, რომლის რაოდენობამ თვეში ცხრა კილოგრამს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე (IAEA) დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, Reuters-ის ცნობით, ირანს აქვს 60%-მდე გამდიდრებული საკმარისი ურანი იმისთვის, რომ სამი ატომური ბომბი 90%-მდე გამდიდრების პარალელურად შექმნას. 

თუმცა, ოფიციალური თეირანი უარყოფს, რომ მისი მიზანი ატომური ბომბის შექმნაა.

2023 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ირანმა განაცხადა, რომ IAEA-ს რამდენიმე ინსპექტორს ქვეყანაში აკრედიტაცია გაუუქმა. თუმცა, როგორც IAEA-ს დირექტორმა რაფაელ გროსიმ აღნიშნა, ირანში ბირთვული ენერგიის სააგენტოს პერსონალის დაახლოებით მესამედი სამსახურს ჩამოცილებულია.

18 სექტემბერს გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს მოუწოდეს "დაუყოვნებლივ შეცვალოს" გადაწყვეტილება. ოთხი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ IAEA-ს "დიდი ხანია აქვს სერიოზული და გადაუჭრელი კითხვები ირანის არადეკლარირებულ ბირთვულ მასალებთან და აქტივობებთან დაკავშირებით", რაზეც ირანი "ოთხ წელზე მეტია არ პასუხობს".

2015 წელს ირანი შეუერთდა ერთობლივ სამოქმედო გეგმას (JCPOA) ე.წ. "ექვსთა ჯგუფთან", რომელშიც შედიოდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. გეგმა ითვალისწინებდა ირანის ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივ მოხსნას მისი ბირთვული პროგრამის შეწყვეტის სანაცვლოდ.

JCPOA ირანს ურანის მხოლოდ 3.67%-მდე გამდიდრების საშუალებას სამოქალაქო ბირთვული გამოყენებისთვის აძლევს. ბირთვული ენერგიის სამხედრო მიზნების გამოყენებისთვის ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 90%-ია.

2018 წელს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ვაშინგტონმა გამოაცხადა შეთანხმებიდან გასვლა და ირანის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების განახლება. ირანულმა მხარემ დაიწყო ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრება და მარაგის იმ ზღვარზე მეტად ზრდა, ვიდრე ეს შეთანხმებით იყო დამტკიცებული.

ამასთან, აშშ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა მზადყოფნა, გარკვეული ბირთვულ შეთანხმებას გარკვეული პირობებით დაუბრუნდეს.

კომენტარები