თავდასხმა პრაღაში

ღარიბაშვილი: მძიმე ვითარებაში ჩეხეთის გვერდით ვდგავართ

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეძრა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარმა თავდასხმამ და ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებს. 

"გულწრფელი თანადგომა ჩემგან ჩეხეთის პრემიერს - პეტრ ფიალას, მოსახლეობასა და დაზარალებულ ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მძიმე ვითარებაში ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ". - წერს ღარიბაშვილი X-ზე.

ჩეხეთს მხარდაჭერა გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 21 დეკემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, იმ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არ იყვნენ.

ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კარლის უნივერსიტეტში შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა. პოლიციის თქმით, თავდასხმა ხელოვნების ფაკულტეტის შენობაში მოხდა, მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელი განეიტრალებულია.

პოლიციის უფროსის თქმით, სავარაუდოა, რომ თავდამსხმელი, რომელიც ასევე კარლის უნივერსიტეტში სწავლობდა, სხვა ქვეყნებში მომხდარი მსგავსი შემთხვევებით იყო შთაგონებული.

კომენტარები