თავდასხმა პრაღაში

პრაღის მერი: გვეგონა, რომ მასობრივი სროლები ჩვენ არ გვეხებოდა

პრაღის მერი ბოჰუსლავ სვობოდა
Hospodářské noviny / Libor Fojtík

ჩეხურ მედიასთან საუბრისას პრაღის მერმა ბოჰუსლავ სვობოდამ თქვა, რომ არ ეგონათ, თუკი ინდივიდის მიერ მოწყობილი მასობრივი სროლები ჩეხეთის პრობლემასაც წარმოადგენდა, თუმცა, მისი თქმით, მათი მსოფლიო ცვლილებას განიცდის.

"ჩვენ ყოველთვის გვეგონა, რომ ეს იყო ისეთი რამ, რაც ჩვენ არ გვეხებოდა. ახლა, როგორც აღმოჩნდა, სამწუხაროდ, ჩვენი მსოფლიო ასევე იცვლება და ინდივიდუალური მსროლელის პრობლემა აქაც წარმოიშვება". – თქვა სვობოდამ.

ამის შესახებ გამოცემა BBC იუწყება.

ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კარლის უნივერსიტეტში შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა. პოლიციის თქმით, თავდასხმა ხელოვნების ფაკულტეტის შენობაში მოხდა. პოლიციამ თავდამსხმელი გაანეიტრალა. 

კომენტარები